გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” მომავალი სეზონისთვის მზადების ციკლში მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და “ფუენლაბრადასთან” 62:86 წააგო.
მადრიდელთა წინააღმდეგ ორივე ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. სანიკიძემ მოედანზე 25:13 წუთი დაჰყო და არაგონელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
“ვიკამ” 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება შერმადინს, მან 15:24 წუთს ითამაშა და 5 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 შეცდომა დაუშვა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები კი 3-ჯერ დაირღვა.
სარაგოსელებს მომდევნო მოსამზადებელი შეხვედრა 29 სექტემბერს ელით, როდესაც “ლაბორალ კუტხას” დაუპირისპირდებიან.
მარცხი შეემთხვა “კახასოლსაც”, რომლის რიგებსაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე იცავს. სევილიელებმა “გრან კანარიასთან” 78:83 წააგეს, ბურჯანაძე კი მართალია, სასტარტო შემადგენლობაში იყო, უქულოდ დარჩა. “კახასოლს” მომდევნი მატჩი 6 ოქტომბერს