ფეხბურთი

19:43 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიამ პსჟ-ს “სიტი” ამჯობინა

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალის” მარჯვენა მცველმა, ბაკარი სანიამ პსჟ-ში გადასვლაზე უარი იმის გამო განაცხადა, რომ ის “მანჩესტერ სიტისთან” უკვე შეთანხმებულია.

სანიასა და “არსენალს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე თვის ბოლოს გასდის. მხარეები ხელშეკრულებას არ ახანგრძლივებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 წლის ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

ცნობილია, რომ ფრანგი მარჯვენა მცველის დამატების სურვილს “მანჩესტერ სიტი” და პსჟ გამოთქვამენ. L’Equipe-ს ცნობით, სანიასთვის ბრძოლა “სიტიმ” მოიგო, რომელიც ფეხბურთელთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

0.141507