სანდრო შახოვმა თბილისის "დინამოს" დირექტორის პოსტი დატოვა. ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტის ბატონ რომან ფიფიასა და დირექტორის, სანდრო შახოვის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.
საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის სანდრო შახოვს გაწეული სამსახურისთვის. "დინამო თბილისის" დირექტორის თანამდებობაზე ბატონი მამუკა მახათაძე იმუშავებს. ბატონ მამუკას წარმატებებს ვუსურვებთ საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.