ფეხბურთი

23:36 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მაცოლა: “იუვენტუსის” სტადიონი მინიმუმ ერთი წლით უნდა დაეხურათ”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი სანდრო მაცოლა მიიჩნევს, რომ ტურინული დერბის დროს “იუვენტუსის” გულშემატკივრების ქმედების გამო, “ბებერი სინიორას” სტადიონი მინიმუმ ერთი წლით უნდა დახურულიყო.

გასულ კვირას გამართული ტურინული დერბის დროს, “იუვენტუსის” გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებითაც 1949 წელს ავიაკატასტროფაში დაღუპულ ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენეს. შეგახსენებთ, რომ 1949 წელს, ტურინის სიახლოვეს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს, “ტორინოს” თითქმის მთელი შემადგენლობა დაიღუპა. ტრაგედიის მსხვერპლთა შორის სანდრო მაცოლას მამა, ვალენტინო მაცოლაც იყო.

“ეს სტადიონი ერთი წლით მაინც უნდა დაეხურათ, თუ არა სამუდამოდ.

მსგავსი რამ მხოლოდ იტალიაში შეიძლება მოხდეს. რატომღაც, მომხდარი უკვე ყველას დაავიწყდა, მე კი, ახლაც გაბრაზებული ვარ. “იუვენტუსი” მხოლოდ 25 ათასი ევროთი დააჯარიმეს, რაც სასაცილო და სამარცხვინოა.” – ციტირებს სანდრო მაცოლას სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

0.111957