ფეხბურთი

22:51 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე "ვოლინშია"

სანდრო კობახიძე ლუცკის "ვოლინს" ხორვატულ შეკრებაზე გაჰყვა. სანდრომ პირველი შეკრება "დნიპროსთან" ერთად გაიარა – გუნდში, რომელსაც ეკუთვნის. დიდი ალბათობით, კობახიძე იჯარით ითამაშებს "ვოლინში", რომელმაც გასული სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა.

27 წლის ქართველ ნახევარმცველს "დნიპროში" მუდამ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. ასე იყო ხუანდე რამოსის მწვრთნელობისას. ახლა "დნიპროს" მირონ მარკევიჩი თავკაცობს, თუმცა როგორც ჩანს, სიტუაციიის შეცვლას პირი არ უჩანდა.

0.124026