სანდრო კობახიძეს, რომელიც საქართველოს ნაკრების წლევანდელ მატჩებში საუკეთესო იყო, ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. თუმცა, ახლა ისეთი სიტუაცია აქვს, რომ ისევ "დნიპროში" დარჩენისკენ იხრება. 26 წლის ფლანგელმა ნახევარმცველმა "მსოფლიო სპორტს" გაუმხილა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში გადასული ეკატერინბურგის "ურალის" ვარიანტი აქვს:
"მაქვს "ურალიდან" შემოთავაზება, მაგრამ "დნიპროში" მეტ პერსპექტივას ვხედავ. მართალია, ამ თვეების განმავლობაში "დნიპროში" სათამაშო პრაქტიკა მაკლდა, მაგრამ ვეცდები, სასტარტოში ადგილი მოვიპოვო".
სანდროს არნემის "ვიტესისგან" ინტერესზეც ვკითხეთ - თუ რამდენად რეალურია: "არ ვიცი, "ვიტესზე" ვერაფერს ვიტყვი. მერაბ ჟორდანიასთან არ მისაუბრია".
სანდრო ამბობს, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც ჩანს, უფრო "დნიპროში" დარჩენას მიიჩნევს რეალურად.