ფეხბურთი

15:24 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: “ცუდზე არავინ ფიქრობს, სეზონის მერე კი რა იქნება, ჯერ არ ვიცით”

უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, ქვეყნის ჩემპიონატი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობს. რა იქნება სეზონის შემდეგ, ეს ჯერ უცნობია: სიტუაცია თუ დაიძაბება, შესაძლოა, ლეგიონერებისთვის უკრაინულ კლუბებში დარჩენა არასასაურველი გახდეს.

“მსოფლიო სპორტი” “დნიპროს” ქართველ შემტევ სანდრო კობახიძეს შეეკითხა ამის შესახებ:

“საფეხბურთო კუთხით ჯერ არაფერი ხდება. ვარჯიში და თამაშები ჩვეულებრივადაა, ნორმალურად მიდის ცხოვრება, მერე კი რა იქნება, დარწმუნებით არ ვიცით. ყველა ფიქრობს, რომ მალე დალაგდება სიტუაცია. სხვა ქართველ ლეგიონერებსაც ვესაუბრე და ცუდზე არავინ ფიქრობს, ჩვეულებრივ ემზადებიან”.

რაც შეეხება კობახიძის საკლუბო მომავალს, ეს ჯერ უცნობია. დასრულდება სეზონი და გაირკვევა.

0.115795