27 წლის ქართველი ნახევარმცველი სანდრო გურული შვეიცარიის “სიონში” ვარჯიშობს. სანდრო 2 დღის წინ მივიდა გუნდში და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გადაწყდება, დარჩება თუ არა “სიონში”. ინფორმაციას შვეიცარიული საიტები ავრცელებენ.
“სიონი” შვეიცარიის გასულ სეზონში მეექვსე ადგილზე გავიდა. გეცოდინებათ, ამ გუნდს ცნობილი იტალიელი ჯენარო გატუზო წვრთნიდა, რომელიც ამ ზაფხულს “პალერმოს” ჩაუდგა სათავეში. კლუბი შვეიცარიის 2-გზის ჩემპიონი და 12-გზის თასის მფლობელია.
შეხსენებისთვის, სანდრო გურული წლეულს ბათუმის “დინამოში” თამაშობდა, მანამდე კი გახლდათ “ლიონ-დუშერში”, “კარპატიში”, გორის “დილაში”.