თამაშგარე

14:36 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრა ვალენსიას კოლუმბიის ნაკრებისა სჯეროდა

კოლუმბიელი მოდელი, სანდა ვალენსია, სხვა მისი მრავალი კოლეგის მსგავსად, ფეხბურთითაა გატაცებული და იმედი ჰქონდა, რომ კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრები მის იმედებს არც ერთ მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირზე არ გააცრუებდა და ეს იმედი გაუმართლდა კიდეც.

სანდრა ვალენსია ამბობს, რომ მას დიდად არ მოსწონს ლარისა რიკელმეს ტიპის ქომაგობა და შუა სტადიონზე მკერდის მოშიშვლება, თუმცა თუკი მის სამშობლოსა და საყვარელ ნაკრებს დასჭირდა და სრულიად კოლუმბიას უნდა ემსახუროს - არც ის დაიხევს უკან.

სანდრა ვალენსია ამჟამად მშობლიური კოლუმბიის გარდა, იტალიაშიც მოღვაწეობს და მისი სილამაზით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ ორი კონტინენტი უკვე მოხიბლულია. თუმცა, იგი ისეთი ვინმე ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა ამ წარმატებებზე შეჩერდეს.

 

0.164637