ამერიკელი თავდამსხმელი ჟოზი ალტიდორე, რომელიც აქამდე “ალკმაარში” თამაშობდა, ამიერიდან, “სანდერლენდისთვის” შეუტევს.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას გასულ პარასკევს მიაღწიეს. სამშაბათს, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და “სანდერლენდთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.
“ნიუ იორკ რედ ბულში” წარმატებით თამაშის შემდეგ, ალტიდორემ ევროპას 2008 წელს მიაშურა, მაგრამ “ვილიარეალში”, “ხერესში”, “ჰალსა” და “ბურსასპორში” ასპარეზობის დროს, მან იმედების გამართლება ვერ მოახერხა. 2011 წელს, ამერიკელი შემტევი “ალკმაარში” გადავიდა. ჰოლანდიელთა შემადგენლობაში მან 93 თამაში ჩაატარა და თავი 51 გატანილი გოლით გამოიჩინა.