ფეხბურთი

17:10 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესისთვის ბრძოლაში “მანჩესტერიც” ჩაერთო

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის – ალექსის სანჩესის შეძენა რამდენიმე ძლიერ ევროპულ კლუბს სურს. Sport.es-ის ცნობით, მილანის “ინტერთან” და “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად, ჩილელის ხელში ჩასაგდებად “მანჩესტერ იუნაიტედიც” იბრძოლებს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “წითელი ეშმაკების” თავკაცი დევიდ მოიესი სანჩესის თამაშს ჩილესა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ დაპირისპირებაში დააკვირდა. კატალონიელთა შემტევმა თავი დუბლით გამოიჩინა და სამხრეთამერიკელებმა 2:0 იმარჯვეს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, სანჩესმა “ბარსას” მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა.

 

0.114135