მილანის “ინტერი” კატალონიის “ბარსელონას” შემტევის – ალექსის სანჩესის შეძენას გეგმავს. იტალიური პრესის ინფორმაციით, საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ ამ კვირაში, ჩილელის აგენტი მილანში ჩაფრინდება და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებას გამართავს.
სავარაუდოდ, ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ გაიჩარხება. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, “ინტერმა” სანჩესი ერთი სეზონით ინათხოვროს და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება დაიტოვოს.
მოგეხსენებათ, სანჩესმა კატალონიურ კლუბში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა და, სავარაუდოდ, არც იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი იქნება. მით უმეტეს, “ბარსელონაში” გადასვლამდე, ჩილელი “უდინეზეს” ღირსებას იცავდა.