“ბარსელონას” ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
იტალიური წყაროს ცნობით, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება. ტურინელებს სურთ, რომ 25 წლის ფეხბურთელის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაიფორმონ და დიდი ალბათობით ასეც მოხდება.
ალექსის სანჩესი “ბარსელონაში” 2011 წელს გადავიდა. კატალონიელებმა “უდინეზეს” დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. ესპანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 139 თამაშში სანჩესმა 46 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა გააკეთა.