ფეხბურთი

13:35 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი “ბარსელონადან” წასვლას არ გეგმავს

კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ალექსის სანჩესი კლუბის შეცვლაზე ჯერ არ ფიქრობს. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

რამდენიმე დღის წინათ გაჩნა ინფორმაცია, რომ სანჩესით მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდებოდნენ. მეტიც, ჩილელის აგენტი “ნერაძურის” წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა.

სადღეისოდ, სანჩესი მხოლოდ “ბარსელონაში” თამაშზეა კონცენტრირებული და სეზონის დასრულებას ელის. ზაფხულში, ჩილელი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და გაარკვევს, რამდენად საჭიროა გუნდისთვის.

 

0.119933