ფეხბურთი

2:19 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სანჩეს პისხუანზე" ლეო მესიმ გაიბრწყინა

უკანასკნელ წლებში, კატალონიის „ბარსელონას“ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ არცთუ იოლი სტუმრობები ჰქონდა და დღევანდელი მატჩიც ისე დაიწყო, რომ ხერარდო მარტინოს გუნდს დიდი პრობლემები მოელოდა. მე-15 წუთზე, სევილიელმა ალბერტო მორენომ მცირე რიკოშეტის წყალობით აიღო კატალონიელთა კარი და მასპინძლები დააწინაურა.

კატალონიელებს ანგარიშის გასათანაბრებლად 20 წუთი დასჭირდათ. ლიონელ მესის ჩაწოდებულ ბურთს ალექსის სანჩესი გამოეხმაურა და ზუსტი თავურით გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ანდალუსიელები თამაშგარე მდგომარეობაზე სამართლიანად აპელირებდნენ. ტაიმის ბოლოსწინა წუთზე, მესიმ ძლიერი და ეფექტური დარტყმით, „ბარსელონა“ დააწინაურა და მეორე ტაიმისთვის, საქმე მნიშვნელოვნად გაუადვილა.

56-ე წუთზე, არგენტინელმა ანდრეს ინიესტასგან მიიღო ბურთი და დუბლი გაიფორმა, რითაც ბარსელონელებს გამარჯვება თითქმის გაუნაღდა. სევილიელებს უკანასკნელი იმედი შეცვლაზე შესულმა სესკ ფაბრეგასმა გადაუწურა, რომელმაც ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

პრიმერა დივიზიონში კვირას გამართული მატჩებიდან ყველაზე ადრე „ოსასუნა“ და „ხეტაფე“ გავიდნენ მოედანზე. ოსასუნელებმა მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს და 3 ქულა მოიპოვეს. შედეგიანი ფრე - 2:2 დაფიქსირდა „ვალიადოლიდისა“ და „ელჩეს“ მატჩში, „სოსიედადი“ და „ლევანტე“ კი, უგოლოდ გაიყარნენ.

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 15000

ოსასუნა - ხეტაფე 2:0 (1:0) 

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოტიესი, ბერტრანი, არიბასი, პუნიალი (ლოლო 41), სილვა, დე ლას კუევასი (ტორესი 45), არმენტეროსი, სეხუდო (სანხურხო 76), რიერა.

მწვრთნელი: ხავი გრასია

ხეტაფე: მოია, ლოპესი (რუანო 43), ლაგო, ლოპესი, აროიო, ბორხა, ლაფიტა, ლეონი, მიჩელი (გავილანი 73), კასტრო, მარიკა (კოლუნგა 41).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

გოლი: 1:0 რიერა (6), 2:0 ტორესი (88)

გაფრთხილება: არმენტეროსი (66) - ლაგო (14), რუანო (58), აროიო (67), ბორხა (73)

კარში დარტყმა: 14 (7) – 18 (4) ჯარიმა: 19 - 11 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 42% - 58% სეივი: 4 – 5

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 12750

ვალიადოლიდი - ელჩე 2:2 (0:1)

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, პენია, მიტროვიჩი, ალვარო, ლარსონი (ოსორიო 69), ომარი (რამა 78), პერესი (ხეფრენი 46), როსი, მანუშუ.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ელჩე: ტონიო, სეპუნარუ, სისმა, პელეგრინი, ბოტია, მარკესი (მანტეკონი 86), პერესი, ხილი (ჩავესი 15), მანუ, კორომინასი, ერერა (რივერა 63).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: 0:1 კორომინასი (34), 0:2 მანუ (66), 1:2 ოსორიო (71), 2:2 ოსორიო (78)

გაფრთხილება: როსი (68), რუედა (81) - მარკესი (37), ბოტია (51)

კარში დარტყმა: 13 (3) – 9 (4) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 2 – 1

 

სან-სებასტიანი. „ანოეტა“. 24000

სოსიედადი - ლევანტე 0:0

სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, კ.მარტინესი, ანხელი, ი.მარტინესი, ჩორი კასტრო (ველა 66), ხაბი პრიეტო, ბერგარა (კანალესი 77), პარდო, გრიზმანი, აგირეჩე (სეფეროვიჩი 77).

მწვრთნელი: ჰაგობა არასატე

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, კარაბელასი (ნაგორე 25), ვინტრა, დიოპი, სიმანი, ივანშიცი, კასადესუსი (გარსია 61), ბარალი (დიავარა 74).

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გაფრთხილება: ი.მარტინესი (90), კ.მარტინესი (90) - ვინტრა (18), ნაგორე (75), ივანშიცი (87)

კარში დარტყმა: 18 (6) – 6 (0) ჯარიმა: 10 - 20 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 5 - 3 ბურთის ფლობა: 68% - 32% სეივი: 0 – 6

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“.

სევილია - ბარსელონა 1:3 (1:2)

სევილია: ბეტუ, პარეხა, ფასიო, კარიზუ, ფიგეირაში, მორენო, რაკიტიჩი, იბორა (ტროხოვსკი 65), მაჩინი (რუსესკუ 78), გამეირო (ჩერიშევი 65), ბაკა.

მწვრთნელი: უნაი ემერი

ბარსელონა: ვალდესი, ადრიანო, პიკე, ბარტრა, მონტოია, ინიესტა, ჩავი (ბუსკეტსი 83), სონგი, მესი, სანჩესი (სერხი რობერტო 90), პედრო (ფაბრეგასი 74).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლი: 1:0 მორენო (15), 1:1 სანჩესი (34), 1:2 მესი (44), 1:3 მესი (56), 1:4 ფაბრეგასი (88)

გაფრთხილება: კარისუ (39), ფიგეირაში (70), ჩერიშევი (71) - სონგი (20), პედრო (59), ვალდესი (68)

კარში დარტყმა: 15 (4) – 9 (5) ჯარიმა: 22 - 9 კუთხური: 6 - 0 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 1 – 3

0.126396