ფეხბურთი

3:10 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანახაობა თურქეთში და „ვალენსიას“ „მწვანე“ სერია

მიროსლავ ჯუკიჩის დამოძღვრილმა „ვალენსიამ“ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშება „სუონსისთან“ მარცხით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, თამაში აშკარად გამოასწორა და პრიმერა დივიზიონში მოგებულ 3 მატჩს, „ყუბანთან“ დღევანდელი გამარჯვებაც დაუმატა.

რუსეთში სტუმრად ჩასულმა „ღამურებმა“ მასპინძელთა კარს პირველ ტაიმში გასაღები ვერაფრით მოარგეს, მაგრამ მე–2 ტაიმში უკეთ ათამაშდნენ და ეს ტაბლოზეც აისახა. მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი მოქმედებით, პაკო ალკასერმა ისარგებლა და იოლად მოათავსა ბურთი „ყუბანის“ კარში. რამდენიმე წუთში, სოფიან ფეგულიმ საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში – 0:2 დააფიქსირა.

ევროლიგაში უდანაკარგოა „სუონსი“, რომელმაც მე–2 ტურში სტ.გალენს უმასპინძლა და შინ უქულოდ გაუშვა. უელსელთა მხრიდან ერთადერთი გოლი უეინ რუტლეჯის ანგარიშზეა – მასპინძელთა მე–15 ნომერმა მეკარის მოგერიებულ ბურთს ძალზე ახლო მანძილიდან დაამატა და მატჩის ერთადერთი გოლის ავტორიც გახდა.

„ყუბანის“ მსგავსად, საკუთარ კედლებში 0:2 დამარცხდა ევროლიგის მონაწილე კიდევ ერთი რუსული კლუბი – „ანჟი“. მახაჩყალელთა მეტოქე ლონდონის „ტოტენჰემი“ გახლდათ. ინგლისელებმა მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს და მატჩი მშვიდად დაასრულეს. 34–ე წუთზე, ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩენილმა ჯერმეინ დეფომ მასპინძელტა მეკარე უშანსოდ დატოვა და თავისი გუნდი დააწინაურა. რამდენიმე წუთში, ნასერ შადლიმ ლონდონელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.

ლადო დვალიშვილის „ლეგიამ“ თავის მოედანზე კვიპროსულ „აპოლონს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ მისი გუნდი დღევანდელ შეხვედრაში უქულოდ დარჩა.

სანახაობრივი მატჩი შედგა თურქეთში, სადაც „ტრაბზონსფორმა“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლა. 22–ე წუთისთვის, იტალიელები 2–ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, მაგრამ თამაშში გარდატეხის შეტანა მაინც შეძლეს და საბოლოოდ, ქულაც მოიპოვეს. რომაელთა ნიგერიელმა ნახევარმცველმა ოჯენი ონაზიმ ერთი ბურთი გაქვითა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა 2–ბურთიანი უპირატესობა მალევე დაიბრუნეს.

მატჩის მიწურულს, „ლაციომ“ სასწაულის მოხდენა შეძლო და „ტრაბზონსფორს“ 3 ქულა ხელიდან გამოაცალა. ამაში ლომის წვლილი რომაელთა ფორვარდ სერჯიო ფლოკარის მიუძღვის, რომელმაც 2–წუთიან მონაკვეთში დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე 3:3 დააფიქსირა.

ევროპის ლიგის მე–2 ტურის მატჩების ანგარიშები და სატურნირო ცხრილები:

 

ყუბანი – ვალენსია 0:2

სუონსი – სტ.გალენი 1:0

ლუდოგორეცი – დინამო (ზაგრები) 3:0

ჩერნომორეცი – პსვ 0:2

ესბიერგი – ზალცბურგი 1:2

ელფსბორგი – სტანდარდი 1:1

რუბინი – ვარეგემი 4:0

უიგანი – მარიბორი 3:1

დნიპრო – ფიორენტინა 1:2

პაკოში – პანდური 1:1

აპოელ–ი – აინტრახტი 0:3

ბორდო – მაკაბი (თელ ავივი) 1:2

რაპიდი – დინამო (კიევი) 2:2

გენკი – თუნი 2:1

სევილია – ფრაიბურგი 2:0

სლოვანი – ეშტორილი 2:1

რიეკა – ბეტისი 1:1

ლიონი – გიმარაეში 1:1

ლეგია – აპოლონი 0:1

ტრაბზონსფორი – ლაციო 3:3

ანჟი – ტოტენჰემი 0:2

ტრომსო – შერიფი 1:1

შახტიორი (ყარაგანდი) – მაკაბი (ჰაიფა) 2:2

ალკმაარი – პაოკ–ი 1:1

 

A ჯგუფი

1. სუონსი 2 2 0 0 4:0 6
2. სტ.გალენი 2 1 0 1 2:1 3
3. ვალენსია 2 1 0 1 2:3 3
4. ყუბანი 2 0 0 2 0:4 0

B ჯგუფი

1. ლუდოგორეცი 2 2 0 0 5:0 6
2. პსვ 2 1 0 1 2:2 3
3. ოდესა 2 1 0 1 2:3 3
4. ზაგრები 2 0 0 2 1:5 0

C ჯგუფი

1. ზალცბურგი 2 2 0 0 6:1 6
2. ესბიერგი 2 1 0 1 3:3 3
3. ლიეჟი 2 0 1 1 2:3 1
4. ელფსბორგი 2 0 1 1 1:5 1

D ჯგუფი

1. რუბინი 2 2 0 0 9:2 6
2. უიგანი 2 1 1 0 3:1 4
3. ვარეგემი 2 0 1 1 0:4 1
4. მარიბორი 2 0 0 2 3:8 0

E ჯგუფი

1. ფიორენტინა 2 2 0 0 5:1 6
2. დნიპრო 2 1 0 1 2:2 3
3. პანდური 2 0 1 1 1:2 1
4. ფერეირა 2 0 1 1 1:4 1

F ჯგუფი

1. აინტრახტი 2 2 0 0 6:0 6
2. მაკაბი (თელ ავივი) 2 1 1 0 2:1 4
3. აპოელ–ი 2 0 1 1 0:3 1
4. ბორდო 2 0 0 2 1:5 0

G ჯგუფი

1. გენკი 2 2 0 0 3:1 6
2. თუნი 2 1 0 1 2:2 3
3. რაპიდი 2 0 1 1 2:3 1
4. დინამო (კიევი) 2 0 1 1 2:3 1

H ჯგუფი

1. სევილია 2 2 0 0 4:1 6
2. ლიბერეცი 2 1 1 0 4:3 4
3. ფრაიბურგი 2 0 1 1 2:4 1
4. ეშტორილი 2 0 0 2 2:4 0

I ჯგუფი

1. გიმარაეში 2 1 1 0 5:1 4
2. ლიონი 2 0 2 0 1:1 2
3. ბეტისი 2 0 2 0 1:1 2
4. რიეკა 2 0 1 1 1:5 1

J ჯგუფი

1. ლაციო 2 1 1 0 4:3 4
2. ტრაბზონსფორი 2 1 1 0 5:4 4
3. აპოლონი 2 1 0 1 2:2 3
4. ლეგია 2 0 0 2 0:2 0

K ჯგუფი

1. ტოტენჰემი 2 2 0 0 5:0 6
2. შერიფი 2 0 2 0 1:1 2
3. ანჟი 2 0 1 1 0:2 1
4. ტრომსო 2 0 1 1 1:4 1

L ჯგუფი

1. ალკმაარი 2 1 1 0 2:1 4
2. პაოკ–ი 2 1 1 0 3:2 4
3. მაკაბი (ჰაიფა) 2 0 1 1 2:3 1
4. შახტიორი 2 0 1 1 3:4 1


0.120229