რუსთავის “მეტალურგმა”, რომელიც მომავალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება, შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი “დენიზლისფორთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” პრესსამსახური იუწყება.
განვლილ მატჩში რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
პირველი ტაიმი: შერმადინი, ჯაფარიძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ორბელაძე, ქავთარაძე, დობროვოლსკი, ხაბელაშვილი, საჯაია, ვასაძე, სიხარულიძე.
მეორე ტაიმი: შერმადინი, სუხიაშვილი, კაკუბავა, მახვილაძე, გავაშელიშვილი, გურეშიძე, გეწაძე, ხაბელაშვილი, კირკიტაძე, კორღალიძე, რაზმაძე.
სპარინგის მერე, სანაიამ “მეტალურგის” ვებგვერდისთვის მცირე კომენტარი გააკეთა:
“ამ ეტაპზე ჩემთვის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბიჭები მონდომებულები არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხდეთ. წაგებული მატჩის მიუხედავად, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ჩვენ მუშაობის პროცესში ვართ. ვამუშავებთ ტაქტიკურ სქემებს. აქედან გამომდინარე, განვლილი მატჩი განსხვავებული შემადგენლობითაც ვითამაშეთ. მოხარული ვარ, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. მინდა “მეტალურგის” გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ ამხანაგური შეხვედრების შედეგებს ყურადღებას ნუ მიაქცევენ. ეს მხოლოდ მოსამზადებელი თამაშებია. მთავარია, რომ გუნდი საქართველოს ჩემპიონატს ასი პროცენტით მზად შეხვდება”.
შეგახსენებთ, რომ პირველი ამხანაგური თამაში რუსთაველებმა “სამსუნსფორთან” 0:2 წააგეს.
ბადრი კეთილაძის ფოტო