რუსთავის “მეტალურგმა” ახალი მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი პირველლიგელ “გაგრასთან” ჩაატარა. ამის შესახებ, “მეტალურგის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
თბილისში, “მერანის” სტადიონზე გამართული სპარინგი 1:1 დასრულდა. შეხვედრის 38-ე წუთზე, ანგარიში გოგი ფიფიამ ახლო მანძილიდან დარტყმით გახსნა. “გაგრამ” საპასუხო გოლი 49-ე წუთზე გაიტაან, როდესაც კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, ჯონი ჯერემიამ თავით ზუსტად დაარტყა.
სანაიამ “მეტალურგი” შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
ბედიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, ორბელაძე, რაზმაძე, კირკიტაძე, ფიფია, გეწაძე, კორღალიძე, გურეშიძე, სუხიაშვილი.
მეორე ტაიმში შევიდნენ:.შალიკაშვილი, დავით საჯაია, დობროვოლსკი.
“გაგრას” თავკაცის ზვიად ჯელაძის არჩევანი ასე გამოიყურებოდა:
ბეგაშვილი, კალანდაძე, ფალავანდიშვილი, ტეიდი, ჯერემია, ჟიშკარიანი, ხოჯაშვილი, ფერცელიძე, გადრანი, მაგრაქველიძე, ქარდავა.
პირველი ტაიმის მე-9 წუთზე მაგრაქველიძე ჭკუასელმა შეცვალა. მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ: ცაცკრიალაშვილი, ხარაბაძე, კოხია, თურმანიძე.