დუდა სანაძის “
თავდაპირველად, სანდიეგოელებმა საკმაოდ მძლავრ, სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტს უმასპინძლეს და ქართველი ფორვარდის სიზუსტის წყალობით დაძაბულ ბრძოლაში – 74:70 გაიმარჯვეს.
სანაძემ 14 ქულა დააგროვა, საიდანაც 4 ბოლო წუთზე ჩააგდო. სანდიეგოელები საფინალო სირენამდე 4,36 წუთით ადრე დაკოტელები 67:61 იგებდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მასპინძლებმა მოინდომეს და ჯერ მეტოქეს მიუახლოვდნენ, ხოლო დასრულებამდე 1 წუთით ადრე სანაძემ 2 საჯარიმო ზუსტად ესროლა და “ტორეროსი” 71:70 დააწინაურა.
ამის შემდეგ სანდიეგოელებმა ბურთი ჩაჭრეს და დენის კრამერმა ზუსტი საჯარიმოთი მასპინძლები 72:70 დააწინაურა. მატჩს კი წერტილი ქართველმა კალათბურთელმა დაუსვა, რომელმაც ზუსტი ლეიაფით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 74:70.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი (სტუდენტურში თამაში 40 წუთს გრძელდება) გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად სანაძემ 4 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. ბომბარდირი კი ჯონი დი გახდა 27 ქულით.
მე-2 შეხვედრაში “სან დიეგომ” “გრანდ კანიონი” 70:59 დაამარცხა. სანაძე ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 28 წუთში 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. დუდამ 5-დან 2 სამქულიანი, 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. კალიფრნიელთაგან საუკეთესო ისევ ჯონ დი იყო 17 ქულით.
ქართველი კალათბურთელის გუნდს მორიგი შეხვედრა 15 ნოემბრის დილას