კალათბურთი

1:29 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის გუნდის მე-8 მოგება

დუდა სანაძის “სან დიეგომ” აშშ-ს სტუდენტური ლიგის “ვესთ ქოასთის” დივიზიონში მე-8 გამარჯვება იზეიმა მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი “პასიფიქას” დაუხვდა და მეტოქე 84:47 გაანადგურა, სანაძემ კი 18 წუთში 7 ქულა და 3 მოხსნა (სამივე შეტევაში) მიითვალა.

დუდამ 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა და 2 შეცდომა დაუშვა.

“სან დიეგოს” მომდევნო მატჩი 16 დეკემბრის დილას “სანტა ბარბარასთან” ელის.

0.118168