კალათბურთი

13:56 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 23 ქულა, “სან დიეგოს” მე-9 მარცხი

ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თუმცა, “სან დიეგო” “ვესტ ქოუსთის” აუტსაიდერ “სანტა კლარასთან” მარცხისგან ვერ იხსნა – 64:69.

ქართველმა მცველმა მოედანზე 31 წუთი გაატარა და კალიფორნიელებს 23 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

სანაძემ 10-დან 6 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და პერსონალური ფოლი არ მიუღია.

“სან დიეგოს” 4 გამარჯვების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და კონფერენციის ათ გუნდს შორის მე-8 ადგილზე იმყოფება. სანაძის კლუბს მორიგი შეხვედრა 14 თებერვლის დილას “სენტ მერისთან” ელის.

0.117699