კალათბურთი

13:41 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 12 ქულა და მიჯრით მე-5 მოგება

დუდა სანაძის “სან დიეგო” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და ცხადია, ჩემპიონატის ლიდერთა შორის იმყოფება.

სან დიეგო” ამჯერად “სან დიეგო ქრიშენს” დაუპირისპირდა და იოლად – 82:46 იმარჯვა. დუდა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველ კალათბურთელს “სან დიეგოს” სასტარტოთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, ისე კი, გუნდს 14 ქულით და 13 მოხსნით ტომას ჯეიკობსმა ულიდერა.

26 ნოემბრის დილას სანაძის კლუბი ილინოისის უნივერსიტეტის გუნდს ეთამაშება.

0.133103