კალათბურთი

15:54 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაძემ “სანტა ბარბარას” 19 ქულა ჩაუგდო

დუდა სანაძის “სან დიეგომ” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და კალიფორნიაში “სანტა ბარბარასთან” 61:72 წააგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 19 ქულა ჩააგდო და მასპინძელთა რიგებში საუკეთესო გახლდათ.

სანაძემ მოედანზე 35 წუთი გაატარა და 5-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. დუდას აქტივში 3 მოხსნა და 3 ჩაჭრაც გახლდათ, პასივში კი 3 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი იყო.

“სან დიეგოს” 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და “ვესთ ქოუსთის” დივიზიონში მე-5 ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის კლუბს მომდევნო მატჩი 22 დეკემბრის დილას სამხრეთ იუტას გუნდთან ელის.

აქვე დავძენთ, რომ მიმდინარე სეზონში სანაძემ მონაწილეობა 12-ვე თამაშში მიიღო, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთია: 28.6 წუთი, 12.8 ქულა, 4.5 მოხსნა. 

0.111145