ფეხბურთი

0:08 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სან პაულომ" კამბიასო უარყო

"სან პაულოს" ვიცე-პრეზიდენტმა ატაიდე ჟილ რიბეირომ ესტებან კამბიასოსადმი ინტერესი უარყო და აღნიშნა, რომ კლუბს მისი საკითხი განსახილველად არც კი წამოუჭრია.

როგორც ცნობილია, არგენტინელისადმი ინტერესს "რივერ პლეიტიც" იჩენს და ფეხბურთელის დაბრუნების იმედი აქვს. კამბიასო ერთი პერიოდი არგენტინულ კლუბშიც გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ მილანის "ინტერმა" კამბიასოს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა და 30 ივნისის შემდეგ არგენტინელი სხვა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს. აღსანიშნავია, რომ კამბიასოში ჯერ არც ერთ კლუბს თანხა არ გადაუხდია.

1996 წელს მადრიდის "რეალმა" კამბიასო "არგენტინოს ხუნიორსიდან" გადმოიყვანა და საკუთარ აკადემიაში ჩარიცხა. შემდეგ "ინდეპენდიენტესა" და "რივერ პლეიტში" ჰყავდა განათხოვრებული. 2004 წელს მადრიდელებმა არგენტინელი "ინტერში" უფასოდ გაუშვეს და ამჯერადაც ასე მოხდება.

ესტებან კამბიასომ იტალიის ჩემპიონატში 285 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

0.117834