კალათბურთი

18:39 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიოს” სურს შემადგენლობა შეინარჩუნოს

NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, 2013-14 წლების ჩემპიონ “სან ანტონიო სპურზის” ხელმძღვანელობას სურს, რომ ის შემადგენლობა შეინარჩუნოს, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.

ამის შესახებ განცხადება “სან ანტონიოს” მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა გააკეთა.

“ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ლოგიკური იქნებოდა იმ გუნდის შემადგენლობის შენარჩუნება, რომელმაც აღნიშნულ წარმატებას მიაღწია. ამიტომ, მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის შემადგენლობა არ შეიცვლება”, - ამბობს პოპოვიჩი.

0.115722