სან ანტონიოში საჩემპიონო აღლუმი შედგა, რომელიც ადგილობრივი “სპურზის” ნბა-ს 2013-14 წლების სეზონში გამარჯვებას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტ სერიაში, ტეხასელებმა უწინდელი ჩემპიონი “მაიამი ჰითი” 4:1 გაანადგურეს.
“სპურზის” კალათბურთელები მდინარე სან ანტონიოზე სპეციალური ნავებით დაეშვნენ. ქალაქის ყველაზე დიდ და ცნობილ რაიონში მათ ლამის მთელი ქალაქი ესალმებოდა.
32-გრადუსიანი სიცხის მიუხედავად, მდინარის პირას 100 ათასამდე ადამიანი იყო “გამოფენილი”, არენა “ალამოდომზე” კი მათ კიდევ 75 ათასი ქომაგი შეემატა.
“კარგად მახსოვს, გასულ
http://www.youtube.com/watch?v=vL3Q0JUV17o