ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალი მოულოდნელად მშვიდად მიმდინარეობს. “
მასპინძლებმა გამარჯვება მე-2 და მე-3 მეოთხედებში “გამოსჭედეს”, რომლებიც შესაბამისად, 34:18 და 33:18 მოიგეს და ოკლაჰომელებს კიდევ ერთი მტკივნეული მარცხი აგემეს.
შესაბამისად, რეკორდულ მაჩვენებელს უწიეს ტიმ დანკანმა, მანუ ჯონობილიმ და ტონი პარკერმა, რომელთაც ტრიოს რანგში პლეი ოფში 111-ე გამარჯვება იზეიმეს და ლიგის არსებობის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირეს.
“სპურზის” ვარსკვლავებმა “ლეიკერსის” ლეგენდარული სამეულის (კარიმ აბდულ-ჯაბარი/მეჯიკ ჯონსონი/მაიკლ კუპერი) მიღწევა ერთი პუნქტით გააუმჯობესეს.
საინტერესოა, რომ 2012 წლის პლეი ოფში “სან ანტონიო” “ოკლაჰომა სიტის” ასევე 2:0 ამარცხებდა, თუმცა, უპირატესობის განიავება “მოახერხა”. მასპინძლებს ეს გასული მატჩის დასრულებისთანავე შეახსენეს. “როგორ ავიცილოთ თავიდან 2012 წლის სცენარი? ამაზე საშხაპეში შესვლისთანავე ვისაუბრეთ”, - აღნიშნა ჯინობილიმ.
ყოველგვარ მოდუნებას გამორიცხავს პარკერიც, რომელიც მთავარ ბრძოლებს ჯერაც
არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა დენი გრინიც. “მანუმ მითხრა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა, მე ჩვენი გუნდის მჯერა. ბევრი რამ გვინახავს, მტკიცე ხასიათი გვაქვს და ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ გვეპატიება”. სხვათა შორის, გრინმა თამაშიდან 11 ტყორცნა შეასრულა, აქედან 10 სამქულიანი იყო და ზუსტი 7 გახლდათ, რითაც მან პირადი რეკორდი გაიმეორა. დენიმ გასულ თამაშში 21 ქულა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
ცხადია, სრულიად საპირისპირო განწყობა სუფევდა ოკლაჰომელთა ბანაკში, რომელთა ლიდერებმა კევინ დიურანტმა და რასელ უესტბრუკმა 15-15 ქულაზე მეტი ვერ ჩააგდეს, სასტარტო ხუთეულის სხვა წევრებმა (კოლისონი, ოერკინსი, სეფოლოშა) კი ჯამში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდეს.
“უდავოდ საშინელი განწყობაზე ვართ და ეს, გასაკვირი არა. ძალიან მძიმე მარცხი ვიგემეთ და არა მგონია, ჩვენს გასახდელში კარგი სიტუაცია იყოს. მდგომარეობის გამოსწორებისთვის, საწყის ეტაპზე პირველი საშინაო მატჩი უნდა მოვიგოთ”, - “სანდერის” თავკაცმა სკოტ ბრუკსმა.
26 მაისის დილას, გუნდები ერთმანეთს უკვე ოკლაჰომაში დაუპირისპირდებიან.