მილანის “ინტერის” ვეტერანი მცველი ვალტერ სამუელი ბუცების ლურსმანზე დაკიდებას ჯერ არ აპირებს. 35 წლის არგენტინელი ფიზიკური ფორმის აღდგენაზე მუშაობს.
“ჩემს მომავალზე და ახალ კონტრაქტზე საერთოდ არ ვფიქრობ. მინდა, ტრავმა მოვიშუშო, ფორმა აღვიდგინო და მოედანზე მალე დავბრუნდე. “ინტერს” მე-3 ადგილის დაკავებაში უნდა დავეხმარო”, - განუცხადა უკანახაზელმა Italian Football Daily-ს.
ცნობისათვის, სამუელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.