ფეხბურთი

13:05 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამუელი “ფიორენტინას” უახლოვდება

“ინტერის” მცველმა ვალტერ სამუელმა შეიძლება მომავალი სეზონი “ფიორენტინას” მაისურით ჩაატაროს. 36 წლის არგენტინელს მილანურ კლუბთან კონტრაქტი ივნისში უმთავრდება და უკვე ცნობილია, რომ მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გახანგრძლივებას არ აპირებენ.

ფლორენციელებს სამუელის გადაბირება ჯერ კიდევ ამ სეზონის დაწყებამდე სურდათ, მაგრამ ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლეს.

ვალტერ სამუელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.116733