სამუელ ეტო‘ო შესაძლებელია ცოლს ღალატობდეს. ამ სკანდალის შესახებ, ევროპულ ბულვარულ მედიას, სამუელის ცოლის, ჟორჟეტა ეტო‘ოს მეგობარმა, მსახიობმა დაიანა ლინდისმა ამცნო, რომელმაც ისიც კი თქვა, რომ სამუელი საშინლად ცუდი ქმარი იყო.
კაცმა რომ თქვას, ჟორჟეტა ეტო‘ოს აქამდე არაფერი ეტყობოდა მოღალატე ქმრისგან შეწუხებული ცოლი თუ იყო. პირიქით, ჟორჟეტა ერთობ თავისუფალი და თავისნათქვამა ქალი იყო და არაერთხელ გადაუღია თამამი ფოტო, სადაც საკუთარი შავტუხა მკერდიც კი “გაუმარიაჟებია”.
სამუელის მხრიდან ცოლის ღალატი ბოროტი ჭორი რომ შეიძლება იყოს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სამუელი ბოლო დროს რელიგიაშია გადავარდნილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწორედ ახლა მონდომებოდა ცოლისათვის ღალატი.