თამაშგარე

13:44 | 27.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ ეტოო: „იშრომე და გახდი წარმატებული“

წარმოშობით კამერუნელი, მსოფლიოში სახელგანთქმული ფეხბურთელი სამუელ ეტოო, რომელიც ამჟამად მახაჩყალის “ანჟის“ ღირებას იცავს, ავტობიოგრაფიული კომიქსის გამოსვებას, ამა წლის იანვრის ბოლოს გეგმავს.

კომიქსი, ფეხბურთელის მშობლიურ ენაზე გამოვა. მასში მოთხრობილია, თუ როგორ იქცა თევზის გამყიდველი შავკანიანი ბიჭი, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავად.

“ამ ყველაფერს, თავდაუზოგავი შრომით და ვარჯიშით მივაღწიე, ვცდილობდი წარმატებული კარიერა მქონოდა. მინდა ეს, ახალგაზრდებმაც იცოდნენ და ჩემი გამოცდილება გაიზიარონ“,  - ამბობს სამუელ ეტოო.

ასე რომ, ახალგაზრდებო: შრომა, შრომა და შრომა, - როგორც ეტოო ამბობს თავის კომიქსში და წარმატება გარანტირებული გაქვთ.
 

0.166562