სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:07 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ ეტო’ო: “ახლა მოურინიო ჩემი მეგობარია”

 

ლონდონის “ჩელსის” ახალწვეულმა, სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ “ინტერიდან” წამოსვლისას არცთუ თბილად დაემშვიდობა ჟოზე მოურინიოს. შეგახსენებთ, რომ კამერუნელი და პორტუგალიელი მილანის “ინტერში” ერთად მუშაობდნენ. შემდეგ მოურინიო “რეალში” წავიდა, ეტო’ო კი მახაჭყალის “ანჟიში.”

“ერთი ხანი ჩვენ ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ვამბობდი კიდეც, რომ იმ გუნდში, რომელშიც მოურინიო იქნებოდა, არ ვითამაშებდი, მაგრამ ღმერთმა ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი. ჟოზემ ამიხსნა, რომ მაშინ მართალი არ ვიყავი და ახლა ის ჩემი მეგობარია,” – უთხრა ეტო’ომ The Sun-ს.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135077