ფეხბურთი

17:36 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიას” ექსმწვრთნელი “დინამო 2”-ში დაინიშნა

თბილისის “დინამოს” პირველ გუნდში დაწინაურებული მალხაზ ჟვანიას ადგილს “დინამო 2”-ში უჩა სოსიაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.

24 წლის სოსიაშვილი მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის პირველ ლიგაში “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი იყო. მანამდე 35-ე საფეხბურთო სკოლაში და “ავაზაში” მუშაობდა. გარდა ამისა, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტადაც ირჯებოდა.

“დინამო 2” სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას 15 იანვრიდან დაიწყებს. თებერვალში შეკრებას სავარაუდოდ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გავივლით. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდება. ძირითადად ფეხბურთელებს დუბლშემადგენლობიდან დავაწინაურებთ. ამავდროულად, მოთამაშეები სხვა კლუბებიდანაც მოვლენ. ვეცდებით მაქსიმალურად ნაყოფიერად მოვემზადოთ”- განაცხადა სოსიაშვილმა “დინამოს” ვებგვერდთან საუბარში.

ფოტო fcdinamo.ge

0.105621