ფეხბურთი

18:16 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიას” დოლიძე გამოაკლდა

 საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე სავარაუდოდ ორი თვით გამოაკლდა.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში, “სამტრედიამ” სტუმრად “ზესტაფონს” 1:0 სძლია და დოლიძემ ტრავმის გამო მოედანი 23-ე წუთზე დატოვა. როგორც გაირკვა, მას კუნთი გაუწყდა და გუნდს საკმაო ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

დოლიძე “სამტრედიაში” ზაფხულში “ზესტაფონიდან” გადავიდა.

0.130363