"სამტრედია" შემადგენლობას აძლიერებს და ორი ფეხბურთელიც გადაიყვანა. ორივე ნახევარმცველია: თორნიკე გორგიაშვილი და გიგა ბეჭვაია. გორგიაშვილი, როგორც იცით, "ზესტაფონსა" და თბილისის 'დინამოში" თამაშობდა, ხოლო ბეჭვაია – "ვიტ ჯორჯიაში", გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურაში".
სამტრედიელთა აქტიურობა ამით არ მთავრდება. როგორც შევიტყვეთ, დღეს, ან ხვალ კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებენ.