დღეს ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. შესაბამისად, კვლავაც უცნობი დარჩა, 12-გუნდიანი იქნება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა თუ 16-გუნდიანი. არადა, ივლისი დაიწყო...
სამაგიეროდ, შედგა ქვეკომისიის სხდომა და მთავარიც: შემუშავებულია 12-გუნდიანი ჩემპიონატის პროექტი. გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც 12-გუნდიანობას ემხრობა და თქვა კიდეც, უპირველესად ხარისხია მთავარი და არა რაოდენობაო.
მეტიც, თუ 12-გუნდიანი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება აუცილებლად ამუშავდება, სხვაგვარად კი, საეჭვოა. თანაც, შემუშავებული პროექტის (12 გუნდი) თანახმად, დახმარება არა მხოლოდ უმაღლესისა და პირველი ლიგის კლუბებს, არამედ რეგიონალლიგის გუნდებსაც გაეწევათ.
როგორც შევიტყვეთ, უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება და იქ გაირკვევა, 12-გუნდიანი იქნება ჩემპიონატი თუ 16-გუნდიანი.