სერბი სპეციალისტი სინიშა მიხაილოვიჩი გენუის “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ამ ინფორმაციას გენუელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.
პრესისა და გულშემატკივრების წინაშე, მიხაილოვიჩი ხუთშაბათს, “სამპდორიას” სპორტულ დირექტორ გლორიანო მუნიაინისთან ერთად წარსდგება. მიხაილოვიჩის სამწვრთნელო შტაბში ნენად საკიჩი, ემილიო დე ლეო და ანტონიო ბოვენცი შევლენ.
შეგახსენებთ, რომ 44 წლის მიხაილოვიჩი უკანასკნელად სერბეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა.