“მემფისთან” სერიის მე-6 მატჩის წინ გაზეთმა The Oklahoman-მა “სანდერის” ლიდერი კევინ დიურანტი “მისტერ არასაიმედოობის” თიკუნით მონათლა, რაც, როგორც სჩანს, მიზნად ნბა-ს ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავის კიდევ უფრო მობილიზებას ისახავდა.
შეხვედრაში, რომელშიც, შესაძლოა ოკლაჰომელთათვის სეზონი ნაადრევად დასრულებულიყო, დიურანტმა 17-დან 11 ორქულიანი და 15-დან 14 საჯარიმო ჩააგდო და სტუმრებს 104:84 მოაგებინა.
კევინმა “გრიზლისთან” სერიაში 35 და მეტი ქულა უკვე მე-6 შეხვედრაში მიითვალა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
ის, რომ მემფისელებმა სერიის მოგების ჩინებული შანსი გაანიავეს, საკუთარ თავსაც უნდა დააბრალონ. მასპინძლებმა თამაშიდან მხოლოდ 37.3% ჩააგდეს, აქედან 14-დან 11 სამქულიანი ააცილეს და 28 საჯარიმოდან ცხრაც მიზანს მიღმა სტყორცნეს.
გადამწყვეტ მე-7 შეხვედრას
წონასწორობა აღდგა დღის სხვა სერიებშიც. “ატლანტა ჰოუქსმა” აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ “ინდიანა პეისერზთან” 88:95 წააგო და სენსაცია ვერ მოახდინა, ხოლო “ლოს ანჟელეს კლიპერსმა” დრამატული მატჩი დათმო (100:99) “გოლდენ სტეიტთან” და საქმის მოთავებას შინაურ კედლებში ეცდება.
სერიაში ანგარიშია 3:3
მემფისი –
მემფისი: გასოლი (17 ქ.), რენდოლფი (16 ქ. 8 მ.), კონლი (5 ქ. 6 პ.), ლი (4 ქ.), პრინსი; ჯონსონი (15 ქ.), ალენი (13 ქ.), მილერი (7 ქ.), უდრიჰი (2 ქ.), დევისი (2 ქ.), კუფოსი (2 ქ.), ფრენკლინი (1 ქ.), ლეუერი.
სერიაში ანგარიშია 3:3
გოლდენ სტეიტი – კლიპერსი 100:99 (25:25, 23:26, 22:16, 30:32)
გოლდენ სტეიტი: კარი (24 ქ. 9 პ.), იგუდალა (15 ქ.), გრინი (14 ქ. 14 მ. 5 ჩ.), ტომპსონი (9 ქ.), ლი (8 ქ. 9 მ.); სპეიტსი (12 ქ.), კროუფორდი (8 ქ.), ბარნსი (8 ქ. 7 მ.), ო’ნილი (2 ქ.).
კლიპერსი: ბარნსი (18 ქ. 11 მ.), გრიფინი (17 ქ. 9 მ.), რედიკი (15 ქ.), პოლი (9 ქ. 8 პ.), ჯორდანი (9 ქ. 19 მ. 4 დ.); კროუფორდი (19 ქ.), კოლისონი (12 ქ.), გრინი, დადლი, გრეინჯერი, დევისი.
სერიაში ანგარიშია 3:3