ჭიდაობა

10:18 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამივე სინჯი ერთ დღეში

სანქტ პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის პირველზე შედეგიანი გამოდგა. მამაკაცთა შორის სპორტულ სამბოში ხალიჩაზე სამი ქართველი სპორტსმენი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში მან ბელარუსი ივან ანისკევიჩი დაამარცხა. 100 კილოგრამში ლაშა გურულს ჩემპიონის ტიტულამდე ფინალში რუსი ვიაჩესლავ მიხაილინის ძლევაღა დააკლდა და ვერცხლს დაეუფლა. კახა მამულაშვილი (74 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.

გუშინვე ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა და საბრძოლო სამბოს სამ-სამ წონაშიც გამოვლინდნენ. ქართული გუნდის წევრთაგან საქმეში დავით ჭაბუკაშვილი (82 კგ. საბრძოლო სამბო) ჩაერთო, მაგრამ კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს – 24 ნოემბერს მედლების ბოლო ცხრა კომპლექტი გათამაშდება (სამივე სტილში სამ-სამი). საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: უშანგი კუზანაშვილი (62 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) და ირინე ლეონიძე (+80 კგ).

0.11281