თამაშგარე

14:28 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამირმა და ტატიანამ ერთმანეთი იპოვნეს

არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე, მაგრამ ორივენი გალიის მიწაზე დააბიჯებენ და ორივეს ჯიბეში ფრანგული პასპორტი უდევს. არც ერთს უჭირდა სექსუალური პარტნიორის პოვნა და არც მეორეს, მაგრამ ორივემ მხოლოდ ერთურთთან ყოფნა არჩია.

მაშ ასე... ფრანგი ფეხბურთელი სიმირ ნასრი და საფრანგეთის სახელით ადრე ჩოგნის მქნევი ტატიანა გოლოვინი ერთად არიან. და არამხოლოდ არიან. ერთად წვანან კიდეც და როგორც ამბობენ, მათი ერთად დაწოლის შემდეგ ისეთი ამბები ხდება, მტერსა და ავს...

თავიდან კი იძახდნენ, ჩვენს შორის სექსი კი არა, მხოლოდ გულითადი მეგობრობა სუფევსო, მაგრამ ფრანგ ჟურნალისტებს მოატყუებ შენ? დედამიწის გულში რა დევს, ის იციან და სამირ ნასრის ბედნიერი სახე და დაწმენდილი თვალები, აბა, რას გამოეპარებოდათ?... 

 

0.13128