გუშინ ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობას და კვლავაც იკისრებს მედიატორის ფუნქციას ფედერაციებში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
სამინისტრო არ აპირებს მხარეებთან შეხვედრისა და კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა ქართული ჭიდაობის განვითარებას მოახმარონ.
სამინისტროს პრესსამსახური
http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=319&info_id=7877