იტალიის ქალაქ ბაგნატიცაში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომლი საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია. შეჯიბრში 3 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება და ორმა მათგანმა გამარჯვება იზეიმა.
მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული იტალიელი ჯულია სარტორი 6:2, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში მასპინძლებს – პირველი რეიტინგის მქონე გრიმალსკას და ბალდუჩის შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
მე-4 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძემ ფრანგ მანონ არკანიოლის 6:4, 6:2 სძლია და მე-2 წრეში ასევე ფრანგს – კვალიფიკიციიდან გამოსულ ანჯელა ლეუერსს ეთამაშება.
სამწუხაროდ, ბრძოლას გამოეთიშა სოფო ქვაცაბაია, რომელიც საწყის წრეშივე პოლონელ ანა კორჟენიაკთან დამარცხდა – 1:6, 1:6.