ბაქო თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის მუშვიგ ისაევის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. აზერბაიჯანის, რუსეთისა და უზბეკეთის ნაკრებებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც იღებს.
ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ათივე წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორები დღეს უნდა გამოვლინდნენ. ერთ-ერთი აზერბაიჯანული ვებგვერდის ცნობით, წინასწარი ეტაპის შეხვედრები უკვე დასრულდა და ყველა ფინალისტი გამოვლინდა. ჩამონათვალში სამი ჩვენებურიცაა: გიორგი ყაზარაშვილი (54 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (69 კგ), გივი მაჭარაშვილი (100 კგ).
ყაზარაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ არიფ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება, გაფრინდაშვილი – რუს აბუმუსილ მუხიდინოვს, ხოლო მაცარაშვილი აზერბაიჯანელ რუსტამ გაჯიბეკოვს.
აზერბაიჯანში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები თამაზ ბენდიანიშვილს ჰყავს ჩაყვანილი, რომელიც ორიოდ დღის წინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ შაკო ბედინიდისით ჩაანაცვლა.
ოთარ მაღლაკელიძე