საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ A კლასის საერთაშორისო ტურნირზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.
ქართველ სპორტსმენთაგან ყველაზე შედეგიანად მძიმე წონაში (+91 კგ) მოკრივე მიხეილ ბახტიძე გამოვიდა, რომელმაც შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. ზაალ კვაჭატაძეს (69კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ფინალის მოგება დააკლდა და შესაბამისად, ვერცხლს დასჯერდა. რომან თავაძემ (81 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
მინსკის ტურნირზე საქართველოს ნაკრები 5-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა.