ჭადრაკი

2:09 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამეულში ვერ მოხვდნენ

თურქეთის ქალაქ ჩეშმეში დასრულებული საჭადრაკო ტურნირი ისე დასრულდა, რომ მოწინავე სამეულში ქართველები ვერ მოხვდენნ.

თურქებმა მუსტაფა ილმაზმა (2564) და მერტ ილმაზიერლიმ (2428) და ლატვიელმა იგორ კოვალენკომ (2615) 9 ტურში 6.5-6.5 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით, აღნიშნული მიმდევრობით განლაგდნენ.

6.0 ქულა მოაგროვა კონსტანტინე შანავამ (2562), რომელიც მე-5 ადგილზე გავიდა, დავით მაღალაშვილი (2515) 5.5 ქულით მე-8 იყო, ხოლო არმენ გრიგორიევმა (2202) 5.0 ქულით მე-15 შედეგი აჩვენა.

0.113737