ბასკებმა კატალონიაში წააგეს, თუმცა მოულოდნელი ანაგარიში არ დაფიქსირებულა. იყო შანსი “ატლეტიკს” კატალონიიდან ქულა წამოეღო. ვალვერდეს მოთამაშეები 79-ე წუთამდე გოლის გაშვების გარეშე მივიდნენ, თუმცა მოედანზე ნეიმარის შემოსვლამ სიტუაცია შეცვალა. მესიმ მეტოქის დაცვაში არსებული ხარვეზები შენიშნა, ის რაც ეკრანიდან მარტივი შესასრულებელი ჩანს, რთულია გააკეთო მოედანზე. მესი ორი იდეალური პასით ნეიმარს დუბლის შესრულებაში დაეხმარა. არგენტინელის ქმედებაში ჩანდა სიმარტივე, ზედმეტი მოძრაობის გარეშე მოქმედებდა.
“მალაგა” და “ლევანტე” ფრეზე გაიყარნენ. უპირატესობა მასპინძლების ხელში იყო, თუმცა ხესუს ფერნანდესის საიმედო თამაშმა მენდილიბარის მოთამაშეებს პირველი ქულა მოუტანა. მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე “ლევანტეში” ერთ-ერთი ნათელი წერტილია. ამ თამაშზე ისიც აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი ვიხილეთ.
მადრიდულ დერბიში ორჯერ იგებდა “ატლეტიკო” და მხოლოდ ერთხელ გაუთანაბრეს. შესაძლოა სიტყვა კრიზისი გადაჭარბებულია, თუმცა ანჩელოტის გუნდს გარკვეული ჩავარდნა ნამდვილად აქვს და ეს ბოლო თამაშებმაც აჩვენა. გამოცდილმა ტიაგომ “ბერნაბეუზე” მე-10 წუთზე გაიტანა. პირველ ტაიმშივე რონალდუმ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაქვითა. ტაიმი ფრედ დასრულდა.
ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი დღევანდელი შეხვედრებიდან სწორედ მადრიდში აჩვენეს არბიტრებმა. სიხისტე და დაძაბულობაც მეტი იყო. განსაკუთრებით სიმეონეს ფეხბურთელები აქტიურობდნენ ამ მხრივ და დღის რეკორდიც მოხსენეს პრიმერაში. მათ ანგარიშზე 7 ყვითელი ბარათია.
ცვლილება გამოიცნო “ატლეტიკოს” მწვრთნელმა. თურქი თურანის მოედანზე გამოჩენამ “ატლეტიკოს” უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა. როგორც ჩანს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ერთწლიანი ცდა არ ყოფილა. “ატლეტიკო” კვლავ საჩემპიონო თამაშს აჩვენებს.
”ბარსელონა” – ბილბაოს “ატლეტიკი” 2:0 (0:0)
ბარსელონა. “კამპ ნოუ.” 80 181
ბარსელონა: ბრავო, მეტიუ, ხორდი ალბა, მონტოია, მასკერანო (პიკე 46), ინიესტა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, მესი, პედრო (სანდრო რამირესი 78), მუნირი (ნეიმარი 63)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ატლეტიკი: ირაისოსი, ბალენსიაგა, ლაპორტე, გურპეგი, სუსაეტა (იბაი 63), ბენატი (უნაი ლოპესი 63), იტურასპე, მიკელ რიკო (ვიგუერა 83) ადურიცი, მუნიაინი, დე მარკოსი
მწვრთნელი: ერნესტო ალვერდე
გოლები: 1:0 ნეიმარი (79), 2:0 ნეიმარი (84)
მსაჯი: დავიდ ფერნანდესი
გაფრთხილება: ადურიცი (30), ბუსკეტსი (62)
ბურთის ფლობა: 61%-39% დარტყმა: 15-3 ჯარიმა: 12-17 თამაშგარე: 6-1 სეივი: 2-6 კუთხური: 5-1
“მალაგა” – “ლევანტე” 0:0
მალაგა, “ლა როსალედა,” 20 000
მალაგა: კამენი, ველინგტონი, როსალესი, ანტუნესი, სერხიო სანჩესი, იგნასიო კამაჩო, რეკიო, სანტა კრუზი, ხუანმი (სამუ 83), ლუის ალბერტო (ამრაბატი 55), რიკარდო ჰორტა (კასტილეხო 74)
მწვრთნელი: ხავი გარსია
ლევანტე: ხესუს ფერნანდესი, პედრო ლოპესი, ვინტრა, ტონო, სისოკო (როდასი 64), სიმაო ჟუნიორი, ხუმეტრა (კასადესუსი 80), ვიქტორ პერესი, ვიქტორ კამარასა, რაფაელ მარტინსი (ელ ზარი 57), ხოსე ლუის მორალესი
მწვრთნელი: მენდილიბარი
მსაჯი: ხესუს ჟილი
გაფრთხილება: მარტინსი (50), რეკიო (68), ვინტრა (72)
ბურთის ფლობა: 59%-41% დარტყმა: 18-10 ჯარიმა: 15-18 თამაშგარე: 7-0 სეივი: 0-7 კუთხური: 20-1
“რეალი”- “ატლეტიკო” 1:2 (1:1)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ,” 85 253
რეალი: კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე, არბელოა (ვარანე 77), ფაბიო კოენტრაო, მოდრიჩი, ბეილი (ისკო 72), კროოსი, ჯეიმს როდრიგესი, რონალდუ, ბენზემა (ჩიჩარიტო 63)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ატლეტიკო: მოია, მირანდა, ხუანფრანი, სიქეირა, გოდინი, ტიაგო, გაბი (თურანი 61), რაულ გარსია, კოკე, მანჯუკიჩი (სუარესი 78), ხიმენესი (გრიზმანი 64)
მწვრთნელი: დეიგო სიმეონე
გოლები: 0:1 ტიაგო (10), 1:1 რონალდუ (თერთმეტმეტრიანი 26), 1:2 თურანი (76)
მსაჯი: ანტონიო მატეუ
გაფრთხილება: ჯეიმს როდრიგესი (19), გოდინი (22), სიქეირა (25), მანჯუკიჩი (41), გაბი (54), არბელოა (63), ჩიჩარიტო (67), მოდრიჩი (85), მირანდა (86), სუარესი (90), კოკე (90+2)
ბურთის ფლობა: 64%-36% დარტყმა: 21-9 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 2-1 სეივი: 0-3 კუთხური: 4-4
დიმა შარიქაძე