ჭიდაობა

0:48 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამბოში საქართველოს თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სამბოს ფედერაციის ორგანიზებით 2013 წლის სპორტული სეზონის ფინიშზე საქართველოს თასი (პირადი პირველობა) ჩატარდა. დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიის სპორტულ დარბაზში ჩემპიონ-პრიზიორები 9 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

შეჯიბრებას ესწრებოდნენ სამბოში სხვადასხვა თაობის მსოფლიოს ჩემპიონები და გამოჩენილი მწვრთნელი – 92 წლის ქრისტეფორე ნინიაშვილი.

ტურნირის დასრულებისთანავე ეროვნული ნაკრები გუნდის 8 სამბისტი მთავარ მწვრთნელ – ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში გაემგზავრა A კატეგორიის სამბისტთა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.

 

სამბოში საქართველოს თასის შედეგები

52 კგ.

1. დიმიტრი მულაძე (შიდა ქართლი)

2. გივი ნადარეიშვილი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

3 იოსებ მელაძე (თბილისი)

3. ლევან ბერბერაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)

 

57 კგ.

1. გენადი ჩირგაძე,

2. ილია ტყეშელაშვილი

3. იაგო დიხამინჯია

3. ივანე გაჩეჩილაძე (ყველა - იმერეთი).

 

62 კგ.

1. ზვიად ოდოშაშვილი (შიდა ქართლი)

2. შმაგი ლაგაზაური (კახეთი)

3. რევაზ შველიძე (თბილისი)

3. ვარლამ შალიკაშვილი (იმერეთი)

 

68 კგ.

1. ბექა ტუღუში (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

2. მინდია ლილუაშვილი (იმერეთი)

3. ზაზა პირველი (ქვემო ქართლი)

3. გოჩა ვარძელაშვილი (შიდა ქართლი).

 

74 კგ.

1. კახა მამულაშვილი (შიდა ქართლი)

2. ბესარიონ ბერულავა (სამეგრელო ზემო სვანეთი)

3. ლევან ნახუცრიშვილი (თბილისი)

3. ზვიად კაპანაძე (შიდა ქართლი)

 

82 კგ.

1. ნიკო კუცია (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

2. ზაურ გაგნიძე (ქვემო ქართლი)

3. გიორგი პაპუნაშვილი

3. გიორგი დილებაშვილი (ორივე - შიდა ქართლი)

 

90 კგ.

1. დავით კარბელაშვილი

2. პაატა ღვინიაშვილი (ორივე – შიდა ქართლი)

3. სოსო იარაჯული

3. ფრიდონ ზურაბიანი (ორივე – მცხეთა-მთიანეთი)

 

100 კგ.

1. დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)

2. ლაშა გურული (იმერეთი)

3. გიორგი ბოლოთაშვილი (შიდა ქართლი)

3. იასონ ნემსაძე (იმერეთი)

 

+100 კგ.

1. გიორგი ნოზაძე (შიდა ქართლი)

2. ბექა ბერძენიშვილი (მესხეთ-ჯავახეთი)

3. გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი)

3. ამბროსი კონკროშვილი (თბილისი)

www.msy.gov.ge

0.134703