ჭიდაობა

16:59 | 19.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

სამბოს ასაკობრივი ევროდებიუტი ტალინში

21-24 სექტემბერს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი 16-წლამდელ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, რომელსაც ტალინში ემილ რაში ჩაიყვანს.
ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირში 14 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ჩაერთვება. ცნობისთვის, ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატი აქამდე არასოდეს ჩატარებულა.
ევროპირველობაზე გამგზავრების წინ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ვაკეში მდებარე სამბოს სასახლეში ღია ვარჯიში ჩაატარა და იქვე, ოფიციალურად დასახელდა გუნდის შემადგენლობა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები

42 კგ - გიორგი ბაჯაძე
46 კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი
50 კგ - ჯაბა ქურდიანი
55 კგ - გიორგი გახოკიძე
60 კგ - გიორგი მეტრეველი
66 კგ - ჯემალ ბუჩუნტელი
72 კგ - გიორგი ციხელაშვილი
78 კგ - ირაკლი გოგია
84 კგ - დავით ოზბეთელაშვილი
+ 84 კგ - მიხეილ ახალაური
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

სპორტის სამინისტროს ფოტო

 

0.120062