საქართველოს სამბისტთა ნაკრები რუსეთში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი სამბისტები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდნენ და 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. მათ თბილისის აეროპორტში ჟურნალისტები, გულშემატკივრები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავა დახვდნენ.
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ტურნირზე რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის შემდეგ გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უშანგი კუზანაშვილი, ხოლო +100 კილოგრამში – ნოდარ მეტრეველი. გამოსვლა ვერცხლის მედლებით დაასრულეს გენადი ჩირგაძემ (52 კგ.), ლევან ნახუცრიშვლმა (68 კგ.) და ბესარიონ ბერულავამ (74.), ხოლო მირიან პავლიაშვილი (100 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ქართული დელეგაციის 8 მედლიდან ორი ქალმა სამბისტებმა მოიპოვეს – ვერცხლი ირინა ლეონიძემ (80 კგ) და ბრინჯაო – შორენა შარაძემ (64).