27 მაისს სამბოს დარბაზში ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებულად დაბრუნებული საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი დაესწრნენ.
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ კრემაში გამართული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლით დაასრულა. ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა, ერთი ბრინჯაო კი ქალთა ნაკრების წევრ შორენა შარაძის ანგარიშზეა, რომელიც 64 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის მესამე პრიზიორი.
ვერცხლის მედლები ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ.), ნიკოლოზ კუციამ (82 კგ.) და ნოდარ მეტრეველმა (+100 კგ.) მოიპოვეს. ჩიდრაშვილმა ფინალში
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 27 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და 5 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბელარუსს. საუკეთესო შედეგით – 49 ქულით ევროპირველობა რუსეთმა დაასრულა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სამინისტროს პრესსამსახური